უკან რეცეპტებზე
შემწვარი იხვის მკერდი ყვავილოვანი კომბოსტოსა და ლეღვის პიურეთი

შემწვარი იხვის მკერდი ყვავილოვანი კომბოსტოსა და ლეღვის პიურეთი

უგემრიელესი და ორიგინალური კერძი, შემწვარი იხვის მკერდი, რომელსაც თან ახლავს ყვავილოვანი კომბოსტოსა და ლეღვის პიურე. დიმუ მენაბდის რეცეპტით მომზადებული ეს კერძი ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს.

მომზადება20 წთ
მზადება35 წთ
პორცია4
კალორია/პორცია609
#ვახშამი#საოჯახო#ბოსტნეული#ბადრიჯანი#საგაზაფხულო#ნიახური#იხვი#გამომცხვარი ბოსტნეული#ფრანგული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • წითელი ღვინო200 ml
  • ვარსკვლავიანი ანისი1 ცალი
  • კახური ზეთი50 ml

მომზადების ინსტრუქცია

5 ნაბიჯი
  1. 1

    ცალკე ქვაბში ვადუღებთ ღვინოს, ვუმატებთ ლეღვის ჩირს და შტოშს. ვამატებთ მარილს, შაქარს, ყავისფერ შაქარს და ანისის ერთ ვარსკვლავს. ვადუღებთ, სანამ არ მივიღებთ სქელ მასას.

    20 წუთი

  2. 2

    ცალკე ქვაბში ვხარშავთ ყვავილოვან კომბოსტოს.

    15 წუთი

  3. 3

    ვუმატებთ კურკუმას, ლეღვს, ლეღვის ჩირს, ლაიმის ცედრას, ჩილის ფხვნილს. ვაბლენდერებთ და ვაქცევთ პიურეს მასად. ვუმატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ქინძს და ვურევთ.

    5 წუთი

  4. 4

    ქინძს და ნიახურს ვაბლენდერებთ კახურ ზეთში. საცერში ვფენთ ქაღალდს ან მარლას, ვასხამთ მიღებულ მასას და ვაყენებთ ჭიქაზე. ველოდებით ზეთის ჩამოსვლას.

    10 წუთი

  5. 5

    დავსეროთ იხვის კანი, დავდოთ ცივ ტაფაზე და დავაყენოთ საშუალო ცეცხლზე. არ ვამოძრავებთ, ველოდებით, სანამ კანი კარგად დაიბრაწება. ვატრიალებთ, ვწვავთ მეორე მხარეს დაახლოებით 3 წუთი. თუ საჭიროებს, ვათავსებთ ღუმელში, 200 გრადუსზე კიდევ 4 წუთით.

    15 წუთი

    200°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 263 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

609
კკალ
39.6
ცილა
27
ნახშირწყალი
38.1
ცხიმი
5.8
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.