შავი ნამცხვარი
შავი ნამცხვარი ტრადიციული ქართული დესერტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სუფრებზე. ნამცხვარი შედგება შოკოლადის ბისკვიტისა და ნაზი რძის კრემისგან. შეგიძლიათ გააფორმოთ სურვილისამებრ.
ინგრედიენტები
- კვერცხი4 ცალი
- მაწონი200 ml
- მცენარეული ზეთი60 ml
- რძე300 ml
- ვანილის ექსტრაქტი2 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში ხელის სათქვეფით.
2 წუთი
- 2
დაუმატეთ მაწონი, სოდა, ზეთი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 3
დაასხით ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
30 წუთი
175°C
- 4
ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი ხელის სათქვეფით, პორციებად დაასხით რძე, გახადეთ ერთიანი მასა და შემდეგ გაწურეთ საწურზე.
5 წუთი
- 5
დაამატეთ შაქარი, მოურიეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
2 წუთი
- 6
გადმოიღეთ, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
20 წუთი
- 7
კარაქიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. 5 წუთის განმავლობაში დაამუშავეთ კარაქი და შეურიეთ პორციებად მოხარშული რძის ნაზავი, რომელიც უნდა იყოს ბლანტი მასა.
10 წუთი
- 8
ბოლოს დაუმატეთ ვანილი.
1 წუთი
- 9
დაკრემეთ ნამცხვარი და გააფორმეთ სურვილისამებრ.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად