აჩმა
აჩმა არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც ლაზანიას ფირფიტებით მზადდება. ეს რეცეპტი მარტივია და საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოამზადოთ უგემრიელესი აჩმა სახლში.
ინგრედიენტები
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი.
5 წუთი
- 2
მარილიან წყალში მოვხარშოთ ლაზანიას ფირფიტები, კარგად უნდა მოიხარშოს. გამუდმებით ვურიოთ.
10 წუთი
- 3
გადავიტანოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. დავაცადოთ დაიწუროს.
5 წუთი
- 4
გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ გამდნარი კარაქი.
2 წუთი
- 5
დავიწყოთ აწყობა შემდეგი თანმიმდევრობით: ფირფიტა, ცხიმი, ფირფიტა, ყველი. გავიმეოროთ ეს თანმიმდევრობა და ბოლო ფენა იყოს ფირფიტები.
10 წუთი
- 6
გვერდები შევუკეცოთ და ზემოდან კარაქი გადავუსვათ.
3 წუთი
- 7
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე.
40 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად