აჩმა ჭახრაკინა ლაზანიას ფენებით
ეს არის აჭარული აჩმის თანამედროვე ვერსია, რომელიც ლაზანიას ფენებით მზადდება. გამოდის ძალიან გემრიელი და მარტივი მოსამზადებელი.
ინგრედიენტები
- კვერცხი2 ცალი
- რძე100 ml
- მზესუმზირის ზეთი60 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ლაზანიას ფენები მოვხარშოთ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ 50 გრ ზეთი, რომ არ მიეკრას ერთმანეთზე.
5 წუთი
- 2
გადავავლოთ ფენებს ცივი წყალი და გავშალოთ დიდ ლანგარზე. წავუსვათ ზეითუნის ზეთი, რომ არ მიეკრას ერთმანეთზე.
5 წუთი
- 3
ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვალაგოთ მოხარშული ლაზანიას ფენები.
5 წუთი
- 4
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი იმერული ყველი, წვრილად დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, კამა და მწვანე ხახვი.
5 წუთი
- 5
გადავანაწილოთ ლაზანიას მოხარშული ფენები და გავიმეოროთ პროცესი.
5 წუთი
- 6
ზემოდან მოვალაგოთ სულგუნი, შემდეგ ისევ იმერული ყველი და ჭარხლის ფოთლები.
5 წუთი
- 7
კვერცხი და რძე ავთქვიფოთ ერთად.
2 წუთი
- 8
ზემოდან გადავუსვათ კვერცხის და რძის მასა.
1 წუთი
- 9
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაბრაწვამდე.
30 წუთი
200°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად