ჩაქათმული
ჩაქათმული არის ქართული კერძი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცით, ბოსტნეულის სოუსით და მწვანილით. ეს რეცეპტი გამოირჩევა იმით, რომ ქათამი წინასწარ იწვება, რაც მას განსაკუთრებულ არომატს სძენს.
ინგრედიენტები
- კვერცხი4 ცალი
- მცენარეული ზეთი60 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
ღრმა ჯამში აურიეთ ფქვილი, მაწონი, საფუარი, 5 გრამი მარილი და 100 მლ წყალი. მოზილეთ ცომი. როდესაც კარგად გადაიზილება, დაამატეთ 20 მლ ზეთი და ისევ მოზილეთ. ცომი დატოვეთ ამოსასვლელად.
60 წუთი
- 2
ქათმის ფილე და ბარკლის ნაწილები დაჭერით, ბარკლის ძვალი ამოაცალეთ. კანი შეინარჩუნეთ.
15 წუთი
- 3
გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ნიორი, ხახვი და ნიახურის ბოლქვი.
10 წუთი
- 4
დაბალ ცეცხლზე ქვაბში მოათავსეთ გახეხილი სტაფილო, ნიორი, ხახვი, ნიახურის ბოლქვი და მოთუშეთ, სანამ არ გახდება გამჭვირვალე. დაამატეთ ტომატ პასტა და მოთუშეთ. დაამატეთ გახეხილი პომიდორი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი, სანამ ტექსტურა არ გახდება ერთგვაროვანი. ბოლოს დაამატეთ მარილი და ცოტა შაქარი გემოვნებით.
60 წუთი
- 5
დაჭერით მწვანილი და წიწაკა.
5 წუთი
- 6
დაბალ ცეცხლზე ტაფაზე შეწვით კვერცხი, მოაყარეთ მწვანილი და წიწაკა, ასევე მარილი გემოვნებით და დაახურეთ თავსახური, რომ ზემოდან კარგად შეიწვას.
8 წუთი
- 7
გამოიღეთ ამოსული ცომი და სასურველ ზომებად დაჭერით. სამუშაო მაგიდაზე წაუსვით ზეთი და გააბრტყელეთ ცომი. დაკეცეთ, ისევ გააბრტყელეთ, ისევ წაუსვით ზეთი და ასე გააკეთეთ დაახლოებით ხუთჯერ.
15 წუთი
- 8
შეწვით ცომი ორივე მხრიდან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.
10 წუთი
- 9
ტაფაზე დაასხით ზეთი 1 სანტიმეტრზე და გააცხელეთ. ქათმის ძვალგამოცლილი ნაწილი გააშრეთ ქაღალდით, კანის მხრიდან მოაყარეთ მარილი და შეწვით. როდესაც ერთი მხრიდან კარგად დაიბრაწება, გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც.
15 წუთი
- 10
თეფშზე დადეთ დაახლოებით 4 კოვზი პომიდვრის სოუსი, შემწვარი ქათამი დაჭერით სასურველ ზომებად და დააწყვეთ ერთ ნახევარზე, ხოლო მეორე ნახევარზე დადეთ მწვანილებიანი კვერცხი. გააფორმეთ მწვანილებით.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 288 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად