ტომატის სამარხვო წვნიანი კურკუმით
ეს არის უგემრიელესი და ჯანსაღი სამარხვო წვნიანი, რომელიც მზადდება პომიდვრის, კურკუმასა და სხვა არომატული ინგრედიენტებისგან. წვნიანი იდეალურია ვეგანებისთვის და მათთვის, ვინც მარხვას იცავს.
ინგრედიენტები
- ბოსტნეულის ბულიონი750 ml
- ვაშლის ძმარი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წმინდად. პომიდორი ჩერი დაჭერით შუაზე.
5 წუთი
- 2
გაახურეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 1 წუთის განმავლობაში.
1 წუთი
- 3
დაუმატეთ პომიდორი ჩერი და კურკუმა, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დარბილდება. თან ურიეთ.
7 წუთი
- 4
შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის კონსერვი და ხმელი ბაზილიკი. ჩაასხით ბულიონი (ან წყალი), ვაშლის ძმარი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
- 5
დააფარეთ ქვაბს თავსახური, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი.
5 წუთი
- 6
მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი და გოგრის გარჩეული თესლი. ნიგოზი დაჭერით.
3 წუთი
- 7
მზა წვნიანი დააბლენდერეთ კრემ-სუფის კონსისტენციის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
2 წუთი
- 8
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ნიგოზი და გოგრის თესლი, ასევე დაჭრილი ოხრახუში.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 275 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად