პანაკოტა ჟოლოთი
ეს არის ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი, რომელიც იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში. ჟოლოს ჟელეს სიტკბო და ვანილის მუსის სინაზე ქმნის შესანიშნავ კომბინაციას.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- წყალი20 ml
- ნაღები200 ml
- რძე50 ml
- ვანილის ექსტრაქტი1 ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ჟოლოს ჟელეს მომზადება: ქვაბში მოათავსეთ ჟოლო, დაუმატეთ შაქარი და წყალი. წამოადუღეთ და შემდეგ დააბლენდერეთ.
10 წუთი
- 2
25 გრ ჟელატინს დაასხით 40მლ თბილი წყალი, დაალბეთ, შემდეგ კი გაალღვეთ ჟოლოს წვენში და გაწურეთ.
10 წუთი
- 3
გადაანაწილეთ ფორმაზე. მაცივარში დააყოვნეთ გამყარებამდე.
120 წუთი
- 4
ვანილის მუსის მომზადება: გამოიყენეთ ნაღები, იოგურტი, დაუმატეთ რძე, შაქარი და ვანილი, დააბლენდერეთ.
5 წუთი
- 5
12.5 გრ ჟელატინი დაალბეთ 20მლ წყალში, შემდეგ გაალღვეთ და დაუმატეთ მუსს.
5 წუთი
- 6
მიღებული მასა გადაანაწილეთ და დატოვეთ მაცივარში გამყარებამდე.
120 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 150 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად