ბოსტნეულის ტოლმა
ბოსტნეულის ტოლმა უგემრიელესი და ნოყიერი კერძია, რომელიც იდეალურია მთელი ოჯახისთვის. იგი მზადდება სხვადასხვა სეზონური ბოსტნეულისგან და არომატული მწვანილებისგან, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი45 ml
- ნიორი2 კბილი
- პომიდვრის წვენი200 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, მოასხით ცოტა ზეთი და აურიეთ.
10 წუთი
- 2
ბადრიჯანი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე (პერგამენტით) და შედგით ღუმელში შესაწვავად, 220° - ზე, სანამ ვარდისფერ ფერს არ მიიღებს.
15 წუთი
220°C
- 3
გულსართისთვის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ერბო, დაუმატეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა, მსხვილად გახეხილი სტაფილო, კანგაცლილი და გახეხილი პომიდორი.
10 წუთი
- 4
მოშუშეთ ოდნავ, საშუალო ცეცხლზე.
5 წუთი
- 5
დაუმატეთ ბრინჯი, ბლომად მწვანილი, ნიორი, წვრილად დაჭრილი შაშკვლავი, რეჰანი, მარილი, პილპილი და უცხო სუნელი. აურიეთ კარგად და ბოლოს ნაზად შეურიეთ შემწვარი ბადრიჯანი.
5 წუთი
- 6
გარეცხილი, გასუფთავებული ბულგარული წიწაკა და ასევე კეჟერა, ახალი ფხალის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში, გადაავლეთ ცივი წყალი, გააშრეთ და გაუკეთეთ გულსართი. ასევე, ახალ კარტოფილს ამოაჭერით გული და გაუკეთეთ გულსართი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი და სხვა ბოსტნეულიც.
15 წუთი
- 7
პომიდვრის წვენს შეურიეთ ცოტა სვანური მარილი.
1 წუთი
- 8
მოათავსეთ ტოლმა ქვაბში, მოასხით პომიდვრის წვენი, დაასხით ადუღებული წყალი და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ, 30-40 წუთით.
35 წუთი
საკვები ღირებულება
100 გრამზე
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად