უკან რეცეპტებზე
გუფთა

გუფთა

გუფთა არის ქართული კერძი, რომელიც მზადდება ხორცის ბურთულებისგან. რეცეპტი მარტივია და გუფთის მომზადება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მიირთვით გუფთა ცხელი, ახალ პურთან ერთად.

მომზადება20 წთ
მზადება45 წთ
პორცია4
კალორია/პორცია559
#ხორცი#ბრინჯი#პომიდორი#ვახშამი#ბოსტნეული#ფლავი#ბულგარული წიწაკა#გუფთა#მარტივი#მთავარი კერძი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი1 ცალი
  • ზეთი40 ml
  • ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)1 ჩაის-კოვზი
  • კურკუმა½ ჩაის-კოვზი
  • ნიორი4 კბილი
  • წყალი500 ml

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    ფარშს შეურიეთ ბრინჯი, კვერცხი, გატარებული ხახვი, მარილი, პილპილი და კარგად მოზილეთ.

    10 წუთი

  2. 2

    ფარშიდან ამოიღეთ პატარა ბურთულები.

    5 წუთი

  3. 3

    მოხარშეთ ბურთულები მარილწყალში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე.

    15 წუთი

  4. 4

    ტაფაზე ზეთში მოხარშული გუფთები საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან შეწვით და გადაიტანეთ ლანგარზე.

    10 წუთი

  5. 5

    იგივე ტაფაზე ცოტა ზეთში დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ ალყად დაჭრილი ხახვი ოქროსფერი ფერის მიღებამდე.

    5 წუთი

  6. 6

    დაამატეთ ხორცსაკეპ მანქანაში წინასწარ გატარებულები სტაფილო და ბულგარული წიწაკა.

    3 წუთი

  7. 7

    დაამატეთ ყვითელი ყვავილი, კურკუმა, ცხარე წითელი დაფქული წიწაკა, გახეხილი ნიორი, ანადუღარი წყალი, მარილი გემოვნებით და დაახლოებით 5 წუთი ვშუშოთ ერთად.

    5 წუთი

  8. 8

    დაამატეთ შემწვარი გუფთები, რამდენიმე ღერი ნედლი ქინძი და დაახლოებით 2 წუთი ვადუღოთ ერთად.

    2 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 363 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

559
კკალ
37.3
ცილა
26.5
ნახშირწყალი
32.6
ცხიმი
4
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.