ქათამი ნიგვზისა და ბროწეულის სოუსში
ეს უგემრიელესი კერძი საცივის შესანიშნავი ალტერნატივაა საახალწლო სუფრაზე. ქათმის ნაზი ნაჭრები ნიგვზისა და ბროწეულის მდიდარ სოუსში, ნამდვილად მოხიბლავს თქვენს სტუმრებს.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი30 ml
- ქათმის ბულიონი480 ml
- ლიმონის წვენი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
5 წუთი
- 2
ქათმის ნაჭრები მოვბრაწოთ ტაფაზე ან ღუმელში, მაღალ ცეცხლზე, ყველა მხრიდან.
15 წუთი
- 3
ბროწეულის მარცვლებიდან გამოვწუროთ წვენი.
10 წუთი
- 4
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ყვითელი კოჭა (ზაფრანა) და შაქარი.
5 წუთი
- 5
მოშუშულ ხახვს დავუმატოთ ნიგოზი, ბროწეულის წვენი და 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი.
2 წუთი
- 6
მიღებული მასა დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე და დავუმატოთ დარჩენილი ბულიონი, შევანელოთ სანელებლებით (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი - სურვილისამებრ).
3 წუთი
- 7
სოუსში ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ ხორცი მომზადდება.
25 წუთი
- 8
მზა კერძს გემოვნებით დავუმატოთ ლიმონის წვენი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 350 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად