უკან რეცეპტებზე
ფენოვანი ხაჭაპური არაყითა და ძმრით ვაჟა წულუკიძის რეცეპტით

ფენოვანი ხაჭაპური არაყითა და ძმრით ვაჟა წულუკიძის რეცეპტით

ეს არის უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპურის რეცეპტი, რომელიც მზადდება არაყითა და ძმრით, რაც ცომს განსაკუთრებულ სტრუქტურას ანიჭებს. რეცეპტი შემოთავაზებულია ცნობილი ქართველი მზარეულის, ვაჟა წულუკიძის მიერ.

მომზადება60 წთ
მზადება35 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1039
#ქართული#ტრადიციული#ხაჭაპური#ყველის პური#ცომეული#ყველის ღვეზელი#იმერული#ფენოვანი ცომი#ხორცის ღვეზელი#მარილიანი ღვეზელი#ქართული ცომეული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი1 ცალი
  • ძმარი15 ml
  • არაყი15 ml
  • მცენარეული ზეთი30 ml
  • წყალი500 ml

მომზადების ინსტრუქცია

11 ნაბიჯი
  1. 1

    თასში მოათავსეთ კვერცხი, დაუმატეთ ძმარი, არაყი, ზეთი, ლიმონმჟავა და მარილი. კარგად გათქვიფეთ და დაამატეთ ცივი წყალი.

    5 წუთი

  2. 2

    ფქვილი გაყავით სამ ნაწილად და თასში არსებულ მასას ეტაპობრივად დაუმატეთ. როცა პირველი ნაწილი კარგად გაერთიანდება, დაამატეთ მეორე და შემდეგ, ანალოგიურად შეურიეთ მესამე ნაწილი ფქვილი.

    10 წუთი

  3. 3

    მიღებული ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და მოზილეთ 5 წუთის განმავლობაში.

    5 წუთი

  4. 4

    ცომი 5 ნაწილად გაყავით, ცალ-ცალკე დააგუნდავეთ და დაასვენეთ 10 წუთის განმავლობაში.

    10 წუთი

  5. 5

    აიღეთ დასვენებული ცომი, ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ. მასზე გადაანაწილეთ 100 გრ „ოდა“ და მოახვიეთ ხინკლისებურად. კარგად მოუკარით თავი და დაპრესეთ, შემდეგ კი მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში დაასვენეთ.

    20 წუთი

  6. 6

    დასვენებული ცომი გააბრტყელეთ და 4 ფენად გადაკეცეთ. საბრტყელებლით კარგად დაათხელეთ და კვლავ 4 ფენად გადაკეცეთ.

    10 წუთი

  7. 7

    მიღებული ცომი მოათავსეთ ცელოფანში და მაცივარში დაასვენეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში.

    30 წუთი

  8. 8

    ცომის ხუთივე ნაწილი ანალოგიურად დააფენოვნეთ. ეს პროცესი სამჯერ უნდა გაიმეოროთ.

  9. 9

    სამჯერ დაფენოვნებული და მაცივარში დასვენებული ცომი დააბრტყელეთ და 4 ნაწილად გაყავით.

    5 წუთი

  10. 10

    დააბრტყელეთ, მოათავსეთ გახეხილი ყველი და შეახვიეთ კონვერტისებურად.

    10 წუთი

  11. 11

    ღუმელი უნდა გაახუროთ 180 გრადუსზე და ხაჭაპური აცხოთ ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე 35 წუთის განმავლობაში.

    35 წუთი

    180°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 338 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1039
კკალ
36.8
ცილა
74.3
ნახშირწყალი
65.1
ცხიმი
2.7
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.