ატრია სტაფილოთი და მაწვნით
ატრია სტაფილოთი და მაწვნით - უგემრიელესი და მარტივი კერძი, რომელიც ბავშვობიდან გვახსოვს. სახლში მომზადებული ატრია განსაკუთრებულ გემოს სძენს ამ კერძს, ხოლო მაწონი აჯიკით კი მას განუმეორებელ არომატს მატებს.
ინგრედიენტები
- წყალი120 ml
- მცენარეული ზეთი3 სუფრის-კოვზი
- მაწონი500 ml
- აჯიკა1 ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ მარილი, დავასხათ წყალი და მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი. დავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 20 წუთით.
20 წუთი
- 2
გავაბრტყელოთ ცომი თხლად, დავჭრათ 5-6 სმ სიგანის ზოლებად, მოვაყაროთ ფქვილი და დავაწყოთ ერთმანეთზე. დავჭრათ წვრილ ზოლებად (ატრიად).
10 წუთი
- 3
დაჭრილ ატრიას შევურიოთ ფქვილი, რომ ერთმანეთს არ მიეკრას.
2 წუთი
- 4
ქვაბში ავადუღოთ წყალი, გავუწყოთ მარილი და ჩავყაროთ ატრია. ვხარშოთ თავდახურული. როდესაც ერთხელ წამოდუღდება, ამოვურიოთ, კვლავ დავახუროთ სახურავი და განვაგრძოთ ხარშვა. კიდევ 1-2-ჯერ რომ წამოდუღდება, მზადაა, გადმოვიღოთ საწურზე.
10 წუთი
- 5
ყველი გავხეხოთ სახეხზე.
2 წუთი
- 6
ზეთმოსხმულ ტაფაში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავუმატოთ ატრია, რამდენიმეჯერ ამოვურიოთ და ამოვიღოთ თეფშზე.
10 წუთი
- 7
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. მაწონში ავურიოთ აჯიკა და ატრია საწებელთან ერთად მივირთვათ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად