უკან რეცეპტებზე
ქათმის ხარჩო
სუპებისაშუალო

ქათმის ხარჩო

ქათმის ხარჩო უგემრიელესი ქართული წვნიანია, რომელიც მზადდება ქათმით, ნიგვზითა და ქართული სანელებლებით. ეს არის მდიდარი და არომატული კერძი, რომელიც შესანიშნავია ცივ დღეებში გასათბობად.

მომზადება20 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია718
#ქართული#წვნიანი#ხარჩო#ნიგოზი#ქათამი#კრემ-სუპი#ქათმის წვნიანი#ნიგვზის წვნიანი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ზეთი100 ml
  • დაფნის ფოთოლი2 ცალი
  • ტომატის პასტა1 სუფრის-კოვზი
  • ცხელი წყალი500 ml
  • ნიორი4 კბილი
  • უცხო სუნელი1 ჩაის-კოვზი
  • ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)½ ჩაის-კოვზი
  • მარილი1 ჩაის-კოვზი
  • ცხარე წიწაკა½ ცალი
  • წითელი წიწაკა½ ჩაის-კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    ქათამი დაჭერით ნაჭრებად და მოაშორეთ კანი.

    10 წუთი

  2. 2

    ქათამი შეწვით 100 გრ ზეთში, ორივე მხრიდან, სანამ არ დაიბრაწება.

    15 წუთი

  3. 3

    დაამატეთ წვრილად დაჭრილი 3 თავი ხახვი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი და კარგად მოშუშეთ.

    10 წუთი

  4. 4

    დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა და 500 გრ ცხელი წყალი.

    2 წუთი

  5. 5

    ხორცი რომ კარგად მოიხარშება, დაამატეთ ნიგვზიანი მასა (300გრ ნიგოზი, 4 კბილი ნიორი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, ეს ყველაფერი დაბლენდერებული).

    20 წუთი

  6. 6

    ბოლოს მოაყარეთ, გემოვნებით, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და მწარე წიწაკა.

    3 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 325 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

718
კკალ
56.9
ცილა
17.6
ნახშირწყალი
48.1
ცხიმი
6.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.