ჯიგრის ყაურმა თიხის ქოთანში
ჯიგრის ყაურმა თიხის ქოთანში - უგემრიელესი კერძია, რომელიც მზადდება ღვიძლისა და გულისგან. ეს რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა და გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და გემოთი.
ინგრედიენტები
- თეთრი მშრალი ღვინო200 ml
- წყალი1000 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გულღვიძლი დაჭერით კუბიკებად.
10 წუთი
- 2
გულღვიძლი წამოადუღეთ, დუღილის დროს მოქაფეთ.
5 წუთი
- 3
გადაიტანეთ ქვაბში ან თიხის ქოთანში.
1 წუთი
- 4
დაასხით ღვინო, დაადეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ჩათუთქეთ ღვინოში.
20 წუთი
- 5
როდესაც ღვინო დაიშრობს, დაამატეთ კარაქი და შებრაწეთ.
10 წუთი
- 6
კარგად რომ დაიბრაწება, დაამატეთ ტომატი, 1 ლიტრა ადუღებული წყალი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და ნიორი.
10 წუთი
- 7
ადუღებულ 500 გრ წყალში გახსენით 3კოვზი ტომატი, მარილი. 5 წუთი წამოადუღეთ და გამორთეთ.
5 წუთი
- 8
გემრიელად მიირთვით!
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად