ქადა ქიშმიშით, ცუკატებითა და ნიგვზით
ქადა ტრადიციული ქართული ცომეულია. ეს რეცეპტი გთავაზობთ ქადის გამდიდრებულ ვერსიას, რომელშიც გამოყენებულია ქიშმიში, ცუკატები და ნიგვზის გული, რაც მას განსაკუთრებულ არომატს და გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- კვერცხი2 ცალი
- მაწონი200 ml
- ვანილის ექსტრაქტი10 ml
- რძე30 ml
- კვერცხის გული1 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
გაყინული კარაქი გახეხეთ სახეხზე. დაამატეთ 5 ჭიქა (625 გრ) ფქვილი და კარგად ააფხვიერეთ.
10 წუთი
- 2
ათქვიფეთ ორი კვერცხი, დაუმატეთ მაწონი, გამაფხვიერებელი, ვანილი. მოზილეთ მაგარი ცომი.
10 წუთი
- 3
ცომი 10 წუთით შედგით საყინულეში, სანამ ქადის გულს მოამზადებთ.
10 წუთი
- 4
ქადის გულისთვის: დარჩენილი კარაქი (50გრ), შაქარი და დარჩენილი ფქვილი ააფხვიერეთ. დაუმატეთ ვანილი და გამაფხვიერებელი.
10 წუთი
- 5
ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ დიდ ზომაზე, ასევე ქადის გულიც გაყავით ორ ნაწილად.
5 წუთი
- 6
ცომის ერთ ფენას მოაყარეთ ქადის გულის ნახევარი, ქიშმიში, ცუკატი, ნიგოზი. გადაახვიეთ რულეტად და დაჭერით სასურველ ზომებად.
5 წუთი
- 7
ზემოდან წაუსვით რძე და კვერცხის გული.
1 წუთი
- 8
მეორე ფენა გამოაცხვეთ მარტო ქადის გულით.
1 წუთი
- 9
გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაზე 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
30 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 288 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად