ხარჩო სიმინდის ფქვილით
ხარჩო სიმინდის ფქვილით - უგემრიელესი და ნოყიერი წვნიანი, რომელიც ტრადიციულ ხარჩოს განსხვავებულ ელფერს სძენს. სიმინდის ფქვილი მას განსაკუთრებულ სტრუქტურას და არომატს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- წყალი1500 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ხორცი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს ხორცის ნაჭრები. მოვხადოთ ქაფი და ვადუღოთ ხორცის მზაობამდე.
90 წუთი
- 2
გადავწუროთ ბულიონი ცალკე თასში.
- 3
ხორცი მოვთუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ქარაქში ან ზეთში, ცოტა ხანში დავამატოთ ტომატი და მოვწვათ.
10 წუთი
- 4
გატარებულ და ფილთაქვაში დანაყულ ნიგოზს დავამატოთ ნიორი, სუნელები, წიწაკა, ახალი ქინძის ფოთლები და გავხსნათ ხორცის ნახარშ ბულიონში.
5 წუთი
- 5
დავამატოთ 2 სკ მოხალული სიმიდინდის ფქვილი (უკეთესი გემო და სტრუქტურისთვის) და მოვასხათ ხორცის ნაჭრებს.
2 წუთი
- 6
დავამატოთ გემოვნებით მარილი და ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი.
10 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 475 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად