უკან რეცეპტებზე
ნამდვილი აჭმა
ცომეულისაშუალო

ნამდვილი აჭმა

აჭმა არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც მზადდება თხელი ცომის ფენებისგან და ყველის შიგთავსით. ეს რეცეპტი არის ტრადიციული და გარანტირებულია, რომ თქვენს ოჯახს მოეწონება.

მომზადება60 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია968
#ქართული#ყველი#ტრადიციული#ხაჭაპური#ყველის პური#ცომეული#ყველის ღვეზელი#იმერული#აჩმა#ქართული ცომეული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი2 ცალი
  • წყალი200 ml
  • მზესუმზირის ზეთი10 ml

მომზადების ინსტრუქცია

11 ნაბიჯი
  1. 1

    მოზილეთ ელასტიური ცომი ფქვილის, კვერცხის, წყლისა და მარილისგან. ხელით მოზელვის შემთხვევაში დასჭირდება დაახლოებით 20 წუთი.

    20 წუთი

  2. 2

    ცომი დაასვენეთ 30 წუთის განმავლობაში.

    30 წუთი

  3. 3

    დასვენებული ცომი გაყავით 9 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები (2 ბურთულა დანარჩენზე ოდნავ დიდი უნდა იყოს, პირველი და ბოლო ფენისთვის).

    10 წუთი

  4. 4

    გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ. გახეხეთ ყველი და გემოვნებით დაუმატეთ მარილი.

    10 წუთი

  5. 5

    აჩმის პირველი ფენა (რომელიც შედარებით დიდია) გააბრტყელეთ და მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმაზე, ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1-2 სმ-ით. ცომს ზემოდანაც კარგად წაუსვით კარაქი (აჩმის პირველი ფენა არ იხარშება).

    5 წუთი

  6. 6

    აჩმის მეორე ფენა გააბრტყელეთ მაქსიმალურად თხლად, გაბრტყელებული ცომი მოათავსეთ ადუღებულ წყლით სავსე ქვაბში (წყალს დაუმატეთ მარილი და ზეთი), ხარშეთ დაახლოებით 15 წამით.

    2 წუთი

  7. 7

    ფრთხილად ამოიღეთ ცომი და მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ჯამში. ამოიღეთ და ფრთხილად დაწურეთ. დაადეთ პირველ ფენას, რომელიც დევს ფორმაში. წაუსვით კარაქი კარგად და შემდეგ მოათავსეთ ყველის 1/4.

    5 წუთი

  8. 8

    დანარჩენი ყველა ფენა გაიმეორეთ ისე, როგორც მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა. თითო ფენის შემდეგ ვუსმევთ კარაქს და ვათავსებთ ყველს. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვათავსებთ.

    15 წუთი

  9. 9

    ბოლო ფენა მოამზადეთ ისე, როგორც პირველი (გააბრტყელეთ და პირდაპირ დააფარეთ). გვერდები შეუკეცეთ დანის დახმარებით. გადაუსვით კარაქი, დაჭერით სასურველ ზომებად.

    5 წუთი

  10. 10

    სურვილისამებრ შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით და მეორე დღეს გამოაცხვეთ.

  11. 11

    აცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათით, მანამ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ცხობისას მოათავსეთ ქვემოთ (ზევიდან უცებ რომ არ დაიბრაწოს).

    60 წუთი

    200°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 338 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

968
კკალ
47.6
ცილა
56.7
ნახშირწყალი
60.8
ცხიმი
3
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.