უკან რეცეპტებზე
პასტა პამიდვრის და ნივრის სოუსით

პასტა პამიდვრის და ნივრის სოუსით

უმარტივესი და უგემრიელესი პასტის რეცეპტი, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის შეფმა მასწავლა. პამიდვრის და ნივრის სოუსი ბაზილიკით ამ კერძს განუმეორებელ გემოს სძენს.

მომზადება5 წთ
მზადება20 წთ
პორცია4
კალორია/პორცია0
#პასტა#პომიდორი#წასახემსებელი#ბოსტნეული#იტალიური#სპაგეტი#პესტო#მარტივი#რეჰანი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ზეითუნის ზეთი60 ml
  • ნიორი4 კბილი
  • დაღერღილი წიწაკა1 ჩაის-კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

  2. 2

    ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ნიორი და დაღერღილი წიწაკა. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში.

    5 წუთი

  3. 3

    დაამატეთ პამიდორი და განაგრძეთ მომზადება. ხარშეთ, სანამ პამიდორი ფერს არ შეიცვლის და ზედმეტი წვენი არ დაშრება.

    10 წუთი

  4. 4

    დაამატეთ ბაზილიკი და კარგად აურიეთ.

    2 წუთი

  5. 5

    შეურიეთ სოუსი პასტას და მოათავსეთ თეფშზე.

    1 წუთი

  6. 6

    მოაყარეთ პარმეზანი სურვილისამებრ.

საკვები ღირებულება

100 გრამზე

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

219
კკალ
8
ცილა
27.6
ნახშირწყალი
8.5
ცხიმი
2.8
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.