ყველაზე გამორჩეული ნიგვზიანი ბადრიჯანი
ეს არის უგემრიელესი და სადღესასწაულო ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული გემოთი და არომატით. ამ რეცეპტით მომზადებული ბადრიჯანი ნამდვილად სასწაულია!
ინგრედიენტები
- ნიორი2 კბილი
- ღვინის ძმარი30 ml
- უცხო სუნელი1 ჩაის-კოვზი
- ქინძის თესლი½ ჩაის-კოვზი
- მცენარეული ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ბადრიჯნებს ზედა ფენა ავაჭრათ, ყველა მხრიდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით და თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ.
5 წუთი
- 2
ზემოდან მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ზეთი.
2 წუთი
- 3
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
40 წუთი
200°C
- 4
ხახვი წვრილად დავკეპოთ და ცოტაოდენ ზეთში მოვშუშოთ.
5 წუთი
- 5
წვრილად დავკეპოთ მწვანილი, დავუმატოთ ნიგოზი, მოშუშული ხახვი, ძმარი, ნიორი, სანელებლები და ხელით ავზილოთ.
10 წუთი
- 6
შემწვარი ბადრიჯნები შევაგრილოთ, ფრთხილად ამოვიღოთ გულები და შევაზილოთ ნიგვზის მასას.
5 წუთი
- 7
შემდეგ ბადრიჯნების ქერქში ჩავაბრუნოთ და ზემოდან ბროწეული მოვაყაროთ.
3 წუთი
- 8
ასე მომზადებული ბადრიჯანი 1 ღამით გავაჩეროთ მაცივარში.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად