უკან რეცეპტებზე
ვულკანის პიცა
პიცასაშუალო

ვულკანის პიცა

ვულკანის პიცა არის ორიგინალური და სახალისო პიცა, რომელიც მზადდება ცომის განსხვავებული ფორმით და სხვადასხვა შიგთავსით. ის შესანიშნავია როგორც ოჯახური ვახშმისთვის, ასევე წვეულებისთვის.

მომზადება45 წთ
მზადება15 წთ
პორცია4
კალორია/პორცია846
#მოცარელა#პიცა#პეპერონი#შინაური#ძეხვი#ბოსტნეულის ჩაშუშული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ზეითუნის ზეთი6 სუფრის-კოვზი
  • წყალი300 ml
  • ორეგანო1 ჩაის-კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

9 ნაბიჯი
  1. 1

    ცომის მოსამზადებლად ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ საფუარი, მარილი და ზეითუნის ზეთი. თანდათან ჩაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 1 საათი.

    60 წუთი

  2. 2

    პიცის სოუსის მოსამზადებლად გაახურეთ ტაფა, ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ დაკონსერვებული პომიდორი, მარილი, პილპილი, ორეგანო. ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

    20 წუთი

  3. 3

    გაბრტყელებული ცომის შუაგულში პატარა მრგვალი თეფშისა და კბილის ჩხირის მეშვეობით დახატეთ წრე. დაჭერით დახატული წრე 6 თანაბარ ნაწილად.

    10 წუთი

  4. 4

    ცომის დიდ წრეზე გაანაწილეთ სოუსი და გახეხილი ყველი.

    5 წუთი

  5. 5

    ცომის შუაგულში დაჭრილი პატარა სამკუთხედების თავზე განათავსეთ სოსისებით.

    5 წუთი

  6. 6

    გააკეთეთ ჯიბეები, გადაკეცეთ ცომის ნაწილები და დააფიქსირეთ ლორის ნაჭრებით.

    10 წუთი

  7. 7

    თითოეული ჯიბე ამოავსეთ სასურველი გულსართით: სოკო, ბულგარული წიწაკა ან ბევრი ყველი.

    10 წუთი

  8. 8

    აცხვეთ პიცა 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 13-15 წუთი.

    15 წუთი

    250°C

  9. 9

    მომზადებული პიცის ცენტრში ჩაყარეთ შემწვარი კარტოფილი ფრი.

    2 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 413 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

846
კკალ
42.5
ცილა
94
ნახშირწყალი
33
ცხიმი
7.4
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.