უკან რეცეპტებზე
აჭარული ბაქლავა
ქართულირთული

აჭარული ბაქლავა

აჭარული ბაქლავა არის უგემრიელესი ტრადიციული დესერტი, რომელიც მზადდება თხელი ფენებისგან, ნიგვზითა და თხილით. სიროფი მას განსაკუთრებულ სიტკბოსა და არომატს ანიჭებს.

მომზადება60 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1137
#ქართული#ცომეული#ტკბილი#რაჭული ლორი#ფახლავა

ინგრედიენტები

პორცია
4
  • წყალი200 ml
  • წყალი (სიროფისთვის)200 ml

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    მოამზადეთ ცომი: ფქვილი, წყალი და მარილი კარგად აურიეთ და ზილეთ, სანამ ცომი ელასტიური არ გახდება და გაჭრისას ნასვრეტები არ ექნება.

    15 წუთი

  2. 2

    გაყავით ცომი 45 პატარა ბურთულებად, დააწყვეთ მაგიდაზე და დაასვენეთ 20 წუთით.

    20 წუთი

  3. 3

    გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა ნახევრად და დააწყვეთ 7-7 ფენა ერთმანეთზე. ფენებს შორის მოაყარეთ ფქვილი, რომ არ დაეკრას.

    20 წუთი

  4. 4

    თითოეული ფენა ხელით გაწელეთ მაქსიმალურად დათხელებამდე.

    20 წუთი

  5. 5

    საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადააფინეთ ცომის პირველი ფენა. ფენა უნდა გადადიოდეს ჟარონაზე და არ უნდა იყოს მოჭმუჭნული.

    5 წუთი

  6. 6

    ყველა ფენას წაუსვით გამდნარი კარაქი და ყოველ მე-7 ფენას მოაყარეთ გატარებული თხილი და ნიგოზი (ერთად). ბოლო 9 ფენას მხოლოდ ცხიმი წაუსვით. 35 ფენამდე თხილი და ცხიმი, ხოლო ბოლო 5 ფენა მხოლოდ ცხიმი.

    20 წუთი

  7. 7

    დაჭერით ბაქლავა სასურველ ფორმებად.

    5 წუთი

  8. 8

    გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ არ ამოვა და შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 100 გრადუსამდე და აშრობთ, სანამ არ მოწითლდება.

    40 წუთი

    200°C

  9. 9

    მოამზადეთ სიროფი: 2 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა წყალი აადუღეთ, სანამ არ შესქელდება.

    10 წუთი

  10. 10

    გადმოიღეთ ბაქლავა ღუმელიდან, ცოტა შეაგრილეთ და დაასხით ცივი სიროფი.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 325 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1137
კკალ
17.6
ცილა
133
ნახშირწყალი
60.8
ცხიმი
8.1
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.