ალუბლის ტარტი მოხარშული კრემით
უგემრიელესი ალუბლის ტარტი ნაზი, მოხარშული კრემით. საუკეთესო საშუალებაა ალუბლის სეზონის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. ეს დესერტი შესანიშნავია ოჯახური შეკრებებისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავის გასანებივრებლად.
ინგრედიენტები
- რძე500 ml
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
ცომის ყველა ინგრედიენტი ერთად ავკეპოთ, მოვზილოთ ცომი.
10 წუთი
- 2
ცომს გადავაკრათ ცელოფანი და 30 წუთით მაცივარში შევდოთ.
30 წუთი
- 3
შემდეგ ცომი თხლად გავაბრტყელოთ, ფორმაში ჩავდოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ზედ დავაფინოთ პერგამენტი, დავაყაროთ ლობიო ან სხვა მსგავსი მარცვლეული.
10 წუთი
- 4
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ გაოქროსფრდება, შემდეგ მოვაცალოთ ლობიო.
20 წუთი
180°C
- 5
კიდევ ვაცხობთ 5 წუთი.
5 წუთი
180°C
- 6
ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
- 7
კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და 1 ჭიქა რძე, კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ დანარჩენი რძე.
5 წუთი
- 8
დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოვხარშოთ. როცა ადუღდება, ვაცადოთ 1-2 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
10 წუთი
- 9
კრემი ბოლომდე უნდა გაცივდეს.
- 10
ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და ნელ-ნელა დავუმატოთ მოხარშული კრემი, შევურიოთ ვანილიც.
5 წუთი
- 11
ტარტში ჩავდოთ ალუბალი და მოვრთოთ კრემით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 350 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად