აპოხტის ხინკალი
აპოხტის ხინკალი ტრადიციული მესხური კერძია. ეს არის პატარა ზომის ხინკალი, რომელიც მზადდება გამომშრალი, დამარილებული ხორცით - აპოხტით. განსაკუთრებულ არომატს ხინკალს ნივრის და შავი პილპილის კომბინაცია სძენს.
ინგრედიენტები
- კვერცხი1 ცალი
- წყალი150 ml
- ნიორი3 კბილი
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და კვერცხი. დაასხით ნელ-ნელა წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.
15 წუთი
- 2
ცომი გადაახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
20 წუთი
- 3
აპოხტი დაჭერით ძალიან წვრილ ნაჭრებად (ქიშმიშის ზომის). დაუმატეთ დანაყილი ნიორი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.
10 წუთი
- 4
ცომი გაყავით პატარა გუნდებად. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა თხლად (ხინკლის ცომის სისქეზე) და დაჭერით დანით ოთხკუთხედ ნაჭრებად.
15 წუთი
- 5
თითოეულ ოთხკუთხედ ნაჭერზე დადეთ აპოხტის შიგთავსი და მოახვიეთ ხინკლის ფორმა ისე, რომ პატარა პირი ღია დარჩეს.
15 წუთი
- 6
მარილიან წყალში მოხარშეთ ხინკლები, სანამ ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
10 წუთი
- 7
ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ ოქროსფრად.
5 წუთი
- 8
ამოიღეთ ხინკალი თეფშზე და მოასხით კარაქში მოშუშული ხახვი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად