ჩაშუშული საქონლის ხორცით
საქონლის ხორცი, მოთუშული ხახვთან და ტომატის სოუსთან ერთად, არომატიზირებული ქართული სანელებლებით. ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც შესანიშნავია ოჯახური სადილისთვის.
ინგრედიენტები
- ნიორი2 კბილი
- მცენარეული ზეთი30 ml
- წყალი200 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
საქონლის ხორცი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ წყალი და ვადუღოთ. როგორც კი წამოდუღდება, გადავღვაროთ პირველი წყალი და დავასხათ ახალი. ვხარშოთ ხორცი თითქმის სრულ მოხარშვამდე.
60 წუთი
- 2
ცალკე ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი 2 წუთის განმავლობაში.
2 წუთი
- 3
ქვაბში მოთუშულ ხახვს დავამატოთ მოხარშული ხორცი და ვშუშოთ 5-6 წუთის განმავლობაში, ხშირად ვურიოთ.
6 წუთი
- 4
დავამატოთ ხორცის ნახარში, ტომატის პასტა და წვრილად დაჭრილი ნიორი. ვადუღოთ 10 წუთი.
10 წუთი
- 5
დავამატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დაღერღილი წითელი წიწაკა და მარილი. ვურიოთ და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
5 წუთი
- 6
ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად