ჩეხური ფახლავა
არაერთხელ ნაცადი რეცეპტია და რაც მთავარია სასწაულად გემრიელი გამოდის. ეს არის უგემრიელესი ფახლავა, რომელიც გამოირჩევა ნაზი ცომით და ჰაეროვანი ცილის კრემით. ნიგოზი და ქიშმიში კი განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- კვერცხის გული2 ცალი
- კვერცხის ცილა2 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
- რძე15 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ცომის მოსამზადებლად, ჯამში აურიეთ კვერცხის გულები, შაქარი და მაწონი. დაამატეთ დარბილებული სპრედი (ან კარაქი), გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად აურიეთ და თანდათანობით დაამატეთ ფქვილი, სანამ არ მიიღებთ საშუალო სისქის ცომს.
20 წუთი
- 2
ცომი გაყავით სამ ნაწილად და ცოტა ხნით დაასვენეთ.
10 წუთი
- 3
ცილის კრემის მოსამზადებლად, კვერცხის ცილა და შაქარი ათქვიფეთ გამაგრებამდე. დაამატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.
15 წუთი
- 4
გააბრტყელეთ ცომის პირველი ფენა და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ჩანგლით დაჩხვლიტეთ. გადაუსვით 1 სკ თაფლი.
5 წუთი
- 5
ცომის პირველ ფენაზე გადაანაწილეთ ცილის მასის ნახევარი, მოაყარეთ მსხვლად დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში.
5 წუთი
- 6
ზემოდან დაადეთ გამომცხვარი მეორე ფენა, გადაუსვით თაფლი, ცილის მასა და მოაყარეთ ნიგოზი და ქიშმიში.
5 წუთი
- 7
დაადეთ მესამე ფენა, გადაუსვით კვერცხის გულისა და რძის ნარევი. დაჭერით რომბებად ან კვადრატებად.
5 წუთი
- 8
თითოეულ ნაჭერზე დაადეთ კაკლის ნახევარი.
5 წუთი
- 9
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
50 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად