ჩიხირთმა
ჩიხირთმა არის უგემრიელესი ქართული წვნიანი, რომელიც მზადდება ქათმის ბულიონით, კვერცხითა და ძმრით. ეს არის მსუბუქი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი კერძი, რომელიც შესანიშნავია ცივ დღეებში.
ინგრედიენტები
- კვერცხი2 ცალი
- ძმარი (თეთრი ღვინის)30 ml
- წყალი (ბულიონისთვის)2000 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
მოხარშეთ ქათამი. პირველი ნახარში არ გადაასხათ. მოხადეთ ქაფი, შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და დაჭერით ნაჭრებად.
30 წუთი
- 2
ნახარში ცალკე ამოიღეთ და ოდნავ გააგრილეთ.
5 წუთი
- 3
ხახვი მოშუშეთ კარაქში, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. შემდეგ დავნაყოთ ნიორი.
10 წუთი
- 4
ცალკე ჯამში ათქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, დაუმატეთ 2 სკ ძმარი და 2 სკ ფქვილი და ეტაპობრივად დავამატოთ შეგრილებული ქათმის ნახარში, შემდეგ კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
5 წუთი
- 5
შემდეგ ხახვი გადავიტანოთ ქვაბში და დავამატოთ მარილი. წვენი კარგად რომ გაცხელდება დავიწყებთ მორევას და ეტაპობრივად გადავიტანთ კვერცხიან მასას. ადუღებულ წვენში არ გადაიტანოთ, რადგან შესაძლოა აიჭრას.
5 წუთი
- 6
შემდეგ ქვაბში გადაგვაქვს ქათმის ნაჭრები, ნიორი ქინძი და ვადუღებთ 2 ან 3 წუთი.
3 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად