დამბალხაჭოს ხინკალი
დამბალხაჭოს ხინკალი ფშავური ტრადიციული კერძია. ეს არის ხინკლის განსხვავებული ვარიაცია, სადაც შიგთავსად გამოიყენება დამბალი ყველი. ცომი მარტივია, ხოლო დამბალხაჭო კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- წყალი250 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ფქვილს დაამატეთ მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.
15 წუთი
- 2
დამბალხაჭო გახეხეთ ან დაჭერით.
10 წუთი
- 3
ცომი გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთი
- 4
მომზადებული ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით რგოლებად.
10 წუთი
- 5
დაჭრილი რგოლები გააბრტყელეთ, სუფრის კოვზით ჩადეთ გულში გახეხილი დამბალხაჭო და შეახვიეთ ხინკლის ფორმაზე.
20 წუთი
- 6
მარილიან მდუღარე წყალში ჩაყარეთ ხინკლები ამობრუნებულად და მოხარშეთ.
15 წუთი
- 7
როდესაც ამოტივტივდება ხინკალი, გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი და გადმოიღეთ.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად