ელარჯი და ხარჩო
ტრადიციული ქართული კერძების კომბინაცია: ელარჯი, სიმინდის ღერღილისა და ყველისგან დამზადებული და ხარჩო, ქათმის ხორცით და ნიგვზით შეზავებული წვნიანი. ელარჯის რეცეპტი ელგა ტაბატაძისეულია.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი30 ml
- ნიორი2 კბილი
- წყალი1500 ml
მომზადების ინსტრუქცია
13 ნაბიჯი- 1
ქათმის გულმკერდი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
5 წუთი
- 2
ქათმის ნაჭრებს დაასხით წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ კარგად გადარეცხეთ.
10 წუთი
- 3
ქვაბში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ზეთი და ცოტა შეწვით.
5 წუთი
- 4
დაამატეთ ქათამი და ტომატის პასტა, რომელიც წინასწარ გახსენით ცხელ წყალში.
2 წუთი
- 5
ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი არ მოიხარშება (დაახლოებით 45 წუთი).
45 წუთი
- 6
ბოლოს დაამატეთ წინასწარ დაბლენდერებული ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. დაამატეთ 100 გრამი ცხელი წყალი. თუ გსურთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა.
5 წუთი
- 7
სიმწარისთვის ერთი წუთით წამოადუღეთ და შემდეგ გამორთეთ.
1 წუთი
- 8
მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი გემოვნებით.
2 წუთი
- 9
ელარჯისთვის: 200 გრამი სიმინდის ღერღილი კარგად გარეცხეთ.
5 წუთი
- 10
დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება (დაახლოებით 30 წუთი).
30 წუთი
- 11
როცა კარგად მოიხარშება, დაამატეთ 50 გრამი სიმინდის ფქვილი, კარგად გადაურიეთ და შემდეგ დაამატეთ 500 გრამი სულგუნი (ჭყლინტი) და კარგად აურიეთ, სანამ ყველი არ გადნება და ელარჯი არ გახდება ელასტიური.
10 წუთი
- 12
გაიმეორეთ იგივე პროცედურა დარჩენილი სიმინდის ღერღილით და ყველით.
20 წუთი
- 13
მიირთვით ხარჩოსთან ერთად.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 500 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად