გებჟალია მსხლის ცხარე მარმალადით
ია ძაგანიას საავტორო გებჟალია, რომელშიც გამოყენებულია მსხლის ცხარე მარმელადი, ნუშის ფქვილის მჭადები და სულგუნის ბუშტი. ეს კერძი აერთიანებს ტრადიციულ ქართულ გემოებს თანამედროვე კულინარიულ ტექნიკასთან.
ინგრედიენტები
- წყალი (მჭადისთვის)80 ml
- მცენარეული ზეთი (მჭადისთვის)20 ml
- ვანილის ექსტრაქტი2 ml
- ლიმონის წვენი15 ml
- მცენარეული ზეთი (ცხარე ზეთისთვის)50 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მჭადისთვის: შეურიეთ ნუშის ფქვილი, მარილი და დაუმატეთ წყალი, სანამ არ მიიღებთ შედარებით მშრალ ცომს. დაამატეთ ზეთი და ვანილი.
15 წუთი
- 2
გააბრტყელეთ ცომი ორ პერგამენტის ქაღალდს შორის და გამოაცხვეთ 150-160 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.
30 წუთი
155°C
- 3
მსხლის მარმელადისთვის: დაჭერით მსხალი კუბებად. ქვაბში მოათავსეთ მსხალი, შაქარი და წყალი. წამოადუღეთ, როდესაც დაიწყებს კარამელიზაციას, დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
20 წუთი
- 4
გადმოიტანეთ ჯამში და დაამატეთ წინასწარ მოხალული და დანაყული ნუში.
15 წუთი
- 5
აჯიკისთვის: ჩოფერში დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ არ მიიღებთ სქელ აჯიკის მასას.
5 წუთი
- 6
ცხარე ზეთისთვის: წიწაკას ამოაცალეთ გული, დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ვანილის გარდა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ წვრილ საცერზე და დაამატეთ ვანილი.
10 წუთი
- 7
ნადუღის მასისთვის: გამოწურეთ ნადუღი, დაშალეთ სულგუნი სქელ ნაჭრებად და შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. უნდა მიიღოთ სქელი კრემოვანი ტექსტურა. დაამატეთ მარილი და პილპილი.
10 წუთი
- 8
სერვირება: ერთმანეთს შეურიეთ ნადუღის მასა და აჯიკა, პროპორციით 3:1. ფორმაში ჩადეთ მურაბა, გებჟალიის მასა, დაასხით ზეთი და დადეთ მჭადის ნატეხები.
10 წუთი
- 9
სულგუნის ბუშტი: წყალი შეათბეთ დაახლოებით 70-80 გრადუსზე და ჩაყარეთ ყველი, როდესაც გაერთიანდება მიეცით პატარა ტომრის ფორმა და ნელ-ნელა შეუშვით ჰაერი, მოაჭერით ზედმეტი ნაწილი და დაასვენეთ სველ დაფაზე, რომ მიიღოს ფორმა. მზა კერძი გააფორმეთ ბუშტით.
20 წუთი
75°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად