უკან რეცეპტებზე
გებჟალია თამო მეფიშვილის რეცეპტით

გებჟალია თამო მეფიშვილის რეცეპტით

გებჟალია უგემრიელესი კერძია სამეგრელოდან. ეს რეცეპტი თამო მეფიშვილისგან არის და გარანტირებულად გემრიელი გამოდის. ყველის რულეტები ნადუღისა და პიტნის შიგთავსით, უგემრიელესი სოუსით.

მომზადება25 წთ
მზადება15 წთ
პორცია4
კალორია/პორცია380
#ქართული#ყველი#ღვეზელი#სოუსი#უცხო სუნელი#ყველის ღვეზელი#იმერული#ნიორი#მეგრული#გებჟალია

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ნიორი1 კბილი
  • წითელი წიწაკა½ ჩაის-კოვზი
  • წყალი500 ml

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად.

    5 წუთი

  2. 2

    ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

    5 წუთი

  3. 3

    ყველი ჩაყარეთ მდუღარე წყალში. როგორც კი დარბილდება, ამოიღეთ და გადაზილეთ.

    3 წუთი

  4. 4

    გადაზელილი ყველი გააბრტყელეთ.

    2 წუთი

  5. 5

    ყველის ნახარში მოიტოვეთ სოუსისთვის.

  6. 6

    გულსართის მომზადება: პიტნა დანაყეთ ნიორთან, წიწაკასთან და მარილთან ერთად.

    5 წუთი

  7. 7

    დაამატეთ დანაყილი პიტნის აჯიკა ნადუღს და კარგად აურიეთ.

    2 წუთი

  8. 8

    გადაანაწილეთ გულსართი გაბრტყელებულ ყველზე და გადაახვიეთ რულეტივით.

    3 წუთი

  9. 9

    გააცივეთ და დაჭერით სასურველ ნაჭრებად.

    0 წუთი

  10. 10

    სოუსი: ნადუღს დაუმატეთ პიტნის აჯიკა და ბოლოს კი ყველის ნახარში.

    2 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 225 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

380
კკალ
31.5
ცილა
5.6
ნახშირწყალი
24.8
ცხიმი
1.1
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.