ყავის პანა კოტა
ყავის პანა კოტა არის იტალიური დესერტის ქართული ვარიაცია. მისი მომზადება მარტივია და შესანიშნავი არჩევანია ყავის მოყვარულთათვის.
ინგრედიენტები
- წყალი50 ml
- ასაღები ნაღები (35%)250 ml
- რძე50 ml
- ახლად მოხარშული ყავა100 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ჟელატინი დავალბოთ 50 მლ წყალში.
10 წუთი
- 2
მოვხარშოთ ყავა.
5 წუთი
- 3
ნაღებს შევურიოთ შაქარი და რძე, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
5 წუთი
- 4
გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცოტა გავაგრილოთ, დავამატოთ ყავა, შესქელებული რძე და გადაწურული ჟელატინი. ვურიოთ სანამ ჟელატინი და შესქელებული რძე მთლიანად არ გაიხსნება.
5 წუთი
- 5
ჩავასხათ ფორმებში, გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში.
- 6
მზა პანა კოტა ადვილად რომ გადმოვიღოთ ფორმიდან, საჭიროა რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩავდოთ ფორმის ძირი და შემდეგ თეფშზე გადმოვაბრუნოთ. შეგვიძლია პირდაპირ ფორმებით მივიტანოთ სუფრასთან, გადმობრუნების გარეშე.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად