ვაშლი ფენოვან ცომში
უგემრიელესი დესერტი, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომით და ვაშლით. კრუასანები ცხვება შაქრის სიროფში, რაც მას განსაკუთრებულ არომატს და სიტკბოს სძენს.
ინგრედიენტები
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
- სპრაიტი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გარეცხეთ ვაშლი, გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
10 წუთი
- 2
მზა ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედებად.
5 წუთი
- 3
გაახვიეთ თითოეულ სამკუთხედში ვაშლის ნაჭერი.
5 წუთი
- 4
ღრმა გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყვეთ მასზე ცომში გახვეული ვაშლები.
2 წუთი
- 5
გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი.
3 წუთი
- 6
დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. როცა მასა ერგვაროვანი გახდება, მოასხით კრუასანებს.
5 წუთი
- 7
ზემოდან კი სპრაიტი (ან სხვა ტკბილი გაზიანი სასმელი) მოასხით, რათა მინანქარი არ ჩამოირეცხოს. სიროფი დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს კრუასანებს.
1 წუთი
- 8
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ იქამდე, სანამ კრუასანები ოქროსფრად არ დაიბრაწება.
30 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 275 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად