ბოსტნეულის კატლეტები სულუგუნით
უგემრიელესი და ჯანსაღი ბოსტნეულის კატლეტები სულგუნითა და იოგურტის სოუსით. შესანიშნავი არჩევანია როგორც საუზმისთვის, ასევე სადილისთვის ან ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- ზეითუნის ზეთი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
გაფცქვენით სტაფილო და ყაბაყი, ყაბაყს ამოაცალეთ თესლი. გახეხეთ ორივე მსხვილ სახეხზე.
5 წუთი
- 2
მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 5 წუთი, რათა ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდეს. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, რომ მთლიანად დაიწუროს.
10 წუთი
- 3
სულუგუნი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჯამში აურიეთ გახეხილ ყაბაყსა და სტაფილოსთან ერთად.
5 წუთი
- 4
ჩაახალეთ კვერცხი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი.
2 წუთი
- 5
პური დააბლენდერეთ და დაუმატეთ ძირითად ინგრედიენტებს. ყველაფერი კარგად აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
3 წუთი
- 6
გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში.
5 წუთი
- 7
შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
15 წუთი
- 8
სოუსისთვის წვრილად დაჭერით პიტნა და წიწაკა ჩილი (თესლის გარეშე).
3 წუთი
- 9
შეურიეთ იოგურტს და დაუმატეთ მარილი.
2 წუთი
- 10
გაშლილ თეფშზე დაალაგეთ კატლეტები და მოასხით სოუსი. შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად