უკან რეცეპტებზე
პუტინი კანადურად

პუტინი კანადურად

პუტინი კანადური წარმოშობის კერძია, რომელიც საქართველოშიც პოპულარული გახდა. შედგება კარტოფილი ფრისგან, ყველის ნაჭრებისგან და ქათმის სოუსისგან. ეს არის გემრიელი და ნოყიერი კერძი, რომელიც შესანიშნავია ცივ ამინდში.

მომზადება30 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია788
#კომფორტული საჭმელი#კარტოფილის პიურე#ვახშამი#საოჯახო#საოჯახო ვახშამი#საბავშვო#კარტოფილი#საბავშვო#მდოგვი#ნაგეტსი#შემწვარი#სწრაფი#მარტივი#ქათმის ბარკლები#საოჯახო#პუტინი#კარტოფილი ფრი#გრეივი#კანადური

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ქათმის ბულიონი500 ml
  • მცენარეული ზეთი (შესაწვავად)200 ml

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით ჩხირებად და ჩაალბეთ 2 საათით ცივ წყალში.

    15 წუთი

  2. 2

    გარეცხეთ ქათმის ბარკლები, მოაცალეთ კანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    10 წუთი

  3. 3

    გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დააწყვეთ ბარკლები ჟარონაზე და შედგით ღუმელში 40 წუთით. პერიოდულად ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, რომ მეტი წვენი გამოვიდეს.

    40 წუთი

    200°C

  4. 4

    გააგრილეთ ბარკლები და გააცალეთ ხორცი ძვლებს, შემდეგ კი დაძენძეთ.

    10 წუთი

  5. 5

    ქათმის შეწვისას დარჩენილი წვენი გადაიტანეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუმატეთ ცოტაოდენი ქათმის ბულიონი და ჩაყარეთ ფქვილი, თან გამუდმებით ურიეთ. რამდენიმე წუთში დაუმატეთ კიდევ ცოტა ბულიონი, როცა ადუღდება - კიდევ და ასე ნელ-ნელა ჩაასხით მთელი ბულიონი. დაუკელით ცეცხლს მინუმუმამდე და მიიყვანეთ სოუსი საშუალო სისქის კონსისტენციამდე (დაახლოებით 10 წუთი).

    20 წუთი

  6. 6

    ჩაყარეთ დაძენძილი ქათმის ხორცი სოუსში.

    2 წუთი

  7. 7

    შეწვით კარტოფილი ფრი. ჯერ 1-2 წუთი 160 გრადუს ტემპერატურაზე, შემდეგ კი 190 გრადუსზე იქამდე, სანამ არ დაიბრაწება.

    15 წუთი

    190°C

  8. 8

    კარტოფილი გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ მდნარი ყველი, ხოლო სულ ზემოდან - სოუსი.

    3 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 375 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

788
კკალ
37.9
ცილა
42
ნახშირწყალი
52.1
ცხიმი
5.3
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.