შვრიის ნამცხვრები თეთრი მინანქრით
ეს არის უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი შვრიის ნამცხვრები, რომელსაც თეთრი მინანქარი განსაკუთრებულ არომატს სძენს. იდეალურია საუზმეზე ან შუადღის ჩაისთან ერთად მირთმევისთვის.
ინგრედიენტები
- რძე30 ml
- წყალი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
დაფქვით შვრიის ფანტელი (ოღონდ წმინდად არა), დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, დაფქული მუსკატის კაკალი და აურიეთ.
5 წუთი
- 2
მეორე ჯამში ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, თეთრი და ყავისფერი შაქარი, შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი, დაუმატეთ ვანილინი და კარგად ათქვიფეთ.
5 წუთი
- 3
მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილისა და შვრიის მშრალი მასა და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ წინასწარ დამბალი ქიშმიში და კარგად აურიეთ.
5 წუთი
- 4
გააკეთეთ მიღებული ცომისგან პატარა ბურთები, შემდეგ კი მიეცით ბლითის ფორმები. დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე პერგამენტი და დაალაგეთ ნამცხვრები ერთმანეთის დაშორებით.
5 წუთი
- 5
აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
20 წუთი
200°C
- 6
ჯამში ჩაყარეთ შაქრის პუდრა, დაუმატეთ რძე და თბილი წყალი, ათქვიფეთ ხელის ზამბარით.
5 წუთი
- 7
გამომცხვარი და გაგრილებული ნამცხვრები ამოავლეთ ცალი მხრიდან თეთრ მინანქარში. მოათავსეთ ცხაურზე და გააშრეთ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 138 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად