ნავები კვერცხის გულით
ნავები კვერცხის გულით არის უგემრიელესი და ორიგინალური კერძი, რომელიც ხორცისა და კვერცხის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. დაფქული ხორცი, ყველი და კარტოფილი ქმნის შესანიშნავ კომბინაციას, ხოლო კვერცხის გული კერძს სინაზეს მატებს.
ინგრედიენტები
- ზეთი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ფარშში ავურიოთ გახეხილი ყველი (75 გრ), გახეხილი კარტოფილი, მარილი, შავი პილპილი და წიწაკა.
10 წუთი
- 2
მიღებული მასისგან გავაკეთოთ 4 ცალი მოგრძო ფორმის კატლეტი, შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ.
5 წუთი
- 3
კატლეტები დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
220°C
- 4
როცა ხორცი მომზადდება, ზედ დავადოთ კვერცხის გულები და შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ კვერცხის გული ოდნავ შეშრება, დაახლოებით 3-5 წუთი.
5 წუთი
220°C
- 5
გადმოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი (25 გრ).
- 6
გადავიტანოთ თეფშზე, მწნილსა და ზეთისხილთან ერთად მივირთვათ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 213 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად