პასტა შემწვარი ბეკონით და კრევეტებით
უგემრიელესი პასტა, რომელიც მზადდება ხრაშუნა ბეკონით, ნაზი კრევეტებით და ნაღების ყველის სოუსით. ეს კერძი შესანიშნავია სწრაფი და დამაკმაყოფილებელი სადილისთვის.
ინგრედიენტები
- ნაღები (30%)200 ml
- ზეითუნის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გადაწურეთ წყალი.
- 2
დაჭერით ბეკონი წვრილად და შეწვით ტაფაზე, სანამ არ გახდება ხრაშუნა. გადმოიღეთ ტაფიდან და გადადეთ გვერდზე.
- 3
იმავე ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კრევეტები, მარილი და პილპილი. შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ, სანამ არ გახდება ვარდისფერი.
3 წუთი
- 4
დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ისპანახი. აურიეთ და მოხარშეთ, სანამ ისპანახი არ მოიწალება.
- 5
დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, ნაღები, გახეხილი სულგუნი და პარმეზანი. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და სოუსი არ გასქელდება.
7 წუთი
- 6
დაუმატეთ მოხარშული და გადაწურული სპაგეტი სოუსს და კარგად აურიეთ.
- 7
გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი, რომ სპაგეტი კარგად გაიჟღინთოს სოუსით.
3 წუთი
- 8
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შემწვარი ბეკონი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად