ბოსტნეულის ღვეზელი ლუდზე მოზელილი ცომით
უგემრიელესი ბოსტნეულის ღვეზელი ლუდზე მოზელილი ცომით. ცომი არის ხრაშუნა და არომატული, ხოლო შიგთავსი - სავსე ზაფხულის ბოსტნეულის სიჯანსაღით. იდეალურია ვეგეტარიანული სადილისთვის ან წასახემსებლად.
ინგრედიენტები
- ლუდი150 ml
- მცენარეული ზეთი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ზეთი და ლუდი. მოზილეთ ელასტიური ცომი.
10 წუთი
- 2
გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
30 წუთი
- 3
დაჭერით ბადრიჯანი წრეებად.
5 წუთი
- 4
შეწვით ბადრიჯანი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
25 წუთი
200°C
- 5
წვრილად დაჭერით ხახვი, 3 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი.
10 წუთი
- 6
მოაყარეთ მარილი და დააბლენდერეთ ისე, რომ პატარა ნაწილაკებად დაიშალოს და არ გახდეს ფაფისებური მასა.
5 წუთი
- 7
გააბრტყელეთ ცომი.
5 წუთი
- 8
წაუსვით დაბლენდერებული მასა, დაალაგეთ ზემოდან წრეებად დაჭრილი ბოსტნეული, ბადრიჯანი, ყაბაყი, პომიდორი და მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, მოასხით ზეითუნის ზეთი.
10 წუთი
- 9
აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
30 წუთი
200°C
- 10
დააბლენდერეთ დარჩენილი 3 კბილი ნიორი, ზეთისხილი (უკურკო), როზმარინი და ზეითუნის ზეთი.
5 წუთი
- 11
მიღებული მასა წაუსვით ღვეზელს გამოცხობამდე 10 წუთით ადრე.
- 12
გამოაცხვეთ დარჩენილი 10 წუთი.
10 წუთი
200°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად