პასკა „პანეტონე“
ეს არის ტრადიციული სააღდგომო პასკის ქართული ვარიაცია, რომელიც გამდიდრებულია სტაფილოს მურაბითა და არომატული სანელებლებით. ცომი არის რბილი და ჰაეროვანი, ხოლო მურაბა მას განსაკუთრებულ გემოს და ტექსტურას ანიჭებს.
ინგრედიენტები
- თბილი რძე120 ml
- კვერცხი1 ცალი
- მიხაკი3 ცალი
- კარდამონი3 ცალი
- ფორთოხლის წვენი30 ml
- ლიმონის წვენი30 ml
- ფორთოხლის ცედრა1 სუფრის-კოვზი
- ვანილის ექსტრაქტი½ ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, გააჩერეთ 10 წუთი.
10 წუთი
- 2
შაქარი და კარაქი (ოთახის ტემპერატურის) ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი.
5 წუთი
- 3
ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, ერთგვაროვანი სქელი წებოვანი ცომი გამოვა.
10 წუთი
- 4
დააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით.
60 წუთი
- 5
ცხელ ტაფაზე მოათავსეთ დარიჩინის ჩხირი, რამდენიმე მიხაკი და ილი. თბილი სუნელების სურნელს რომ იგრძნობთ დაამატეთ ნახევარი ფორთოხლის და ნახევარი ლიმონის წვენი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და გადაწურეთ.
5 წუთი
- 6
ამავე ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მობრაწეთ 3 ცალი პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, ქიშმიში და 3 ს.კ. შაქარი.
5 წუთი
- 7
შაქარი რომ დადნება დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი (სუნელებით გაჟღენთილი), 1 ფორთოხლის ცედრა, ცოტა ვანილი.
5 წუთი
- 8
დასვენებულ ცომს შეურიეთ მურაბა.
5 წუთი
- 9
ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. შეავსეთ ფორმა ნახევრამდე, დააფარეთ და დაასვენეთ 30 წუთით.
30 წუთი
- 10
ელექტროღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე და გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.
45 წუთი
160°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად