პასტა ფსტის პესტოს სოუსით
უგემრიელესი და ორიგინალური პასტა, დამზადებული სახლში მომზადებული ცომითა და ფსტის პესტოს სოუსით. ეს კერძი შესანიშნავი არჩევანია სადილისთვის ან განსაკუთრებული შემთხვევისთვის.
ინგრედიენტები
- კვერცხი4 ცალი
- ნიორი2 კბილი
- ლიმონის წვენი1 სუფრის-კოვზი
- ზეითუნის ზეთი50 ml
- მარილი2 ჩაის-კოვზი
- შაქარი1 ჩაის-კოვზი
- შავი პილპილი½ ჩაის-კოვზი
- წყალი50 ml
- დაღერღილი წიწაკა½ ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ცომის მოსამზადებლად, შეურიეთ სემოლინა და ფქვილი. გადაიტანეთ მაგიდაზე და გააკეთეთ შუაში ღრმული. ჩაუშვით კვერცხი და წრიული მოძრაობებით შეურიეთ ფქვილი და კვერცხი. მოზილეთ ცომი, სანამ გლუვი არ გახდება. შეფუთეთ და დაასვენეთ 20-30 წუთით.
30 წუთი
- 2
გახურებულ ტაფაზე მოხალეთ ფისტა და გააგრილეთ. გარეცხეთ და გააშრეთ ისპანახი და პიტნა. გახეხეთ პარმეზანი და გაფცქვენით ნიორი.
10 წუთი
- 3
ბლენდერში მოათავსეთ ფისტა, ისპანახი, პიტნა, პარმეზანი, ნიორი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, შაქარი და წიწაკა. დაბლენდერების დროს დაამატეთ ცოტა წყალი. სოუსი დაასვენეთ 10-15 წუთით.
5 წუთი
- 4
პესტოს დამატების შემდეგ ნადუღში თანდათანობით გადაურიეთ და შიგთავსი მზადაა.
5 წუთი
- 5
დასვენებული ცომი კიდევ გადაზილეთ და ძალიან თხელ ზომაზე გააბრტყელეთ პასტის მანქანაში ან ხელით. დაჭერით ოთხკუთხედ ფორმებად.
10 წუთი
- 6
შიგთავსი მოათავსეთ ცენტრში და დააწებეთ კუთხეები, შეკარით ტორტელინის ფორმაზე.
15 წუთი
- 7
ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მარილი. ფრეშ პასტას მოხარშვას ჭირდება მაქსიმუმ 3-4 წუთი.
4 წუთი
- 8
პარალელურად, ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი მუდმივი მორევით. დაამატეთ დაღერღილი წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, გადაკეპილი ქინძი, მარილი და ლიმონის წვენი. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ჯამში.
5 წუთი
- 9
მოხარშული ტორტელინები გადაიტანეთ კარაქის სოუსში, ამოურიეთ და დაასერვირეთ სასურველ თეფშზე. ზემოდან მოაყარეთ უხეშად გადაკეპილი მოხალული ფისტა და გააფორმეთ ყვავილებით.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად