უკან რეცეპტებზე
ტარხუნის სუფლე თხის ყველით

ტარხუნის სუფლე თხის ყველით

ზურა ხოკერაშვილის საფირმო კერძი - ტარხუნის სუფლე თხის ყველით. ნაზი სუფლე, არომატული ტარხუნა და მჟავე თხის ყველი ქმნის დაუვიწყარ გემოს. წიწაკა ტარხუნის შიგთავსით და არაჟნის სოუსი კი ამ კერძს განსაკუთრებულს ხდის.

მომზადება45 წთ
მზადება25 წთ
პორცია4
კალორია/პორცია425
#ქართული#ტარხუნა#სუფლე#წიწაკა#თხის ყველი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხის გული4 ცალი
  • რძე250 ml
  • კვერცხის ცილა4 ცალი
  • მწვანე წიწაკა4 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი50 ml
  • ლიმონის წვენი15 ml

მომზადების ინსტრუქცია

13 ნაბიჯი
  1. 1

    გავადნოთ კარაქი, შევურიოთ ფქვილი და სახამებელი. ცეცხლზე შევასქელოთ, თან გამუდმებით ვურიოთ.

    5 წუთი

  2. 2

    გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გულები (კარგად გავხსნათ).

    3 წუთი

  3. 3

    ავადუღოთ რძე და ნელ-ნელა შევიყვანოთ ცომის მასაში.

    2 წუთი

  4. 4

    დავადგათ ცეცხლზე და შევასქელოთ ბეშამელის კონსისტენციამდე.

    5 წუთი

  5. 5

    გამზადებულ შესქელებულ მასას შევურიოთ ყველი, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ მოწალული, წვრილად დაჭრილი ტარხუნა.

    5 წუთი

  6. 6

    კვერცხის ცილას დავამატოთ მარილი, ავთქვიფოთ და ორ-სამ ნაწილად ფრთხილად (ხის კოვზით) გადავურიოთ ცომის მასაში.

    10 წუთი

  7. 7

    ფორმას წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ცომი.

    2 წუთი

  8. 8

    გამოვაცხოთ 12 წუთით 180 გრადუსზე.

    12 წუთი

    180°C

  9. 9

    წიწაკა ტარხუნის შიგთავსით: გამოვშიგნოთ მწარე მწვანე წიწაკა.

    5 წუთი

  10. 10

    ტარხუნა დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ეს მასა ჩავტენოთ მწარე წიწაკაში.

    5 წუთი

  11. 11

    წიწაკა ტარხუნის შიგთავსით ამოვავლოთ სახამებელში.

    2 წუთი

  12. 12

    ჩავაგდოთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ზეთში და 20 წამში ამოვიღოთ.

    1 წუთი

    150°C

  13. 13

    სოუსი: არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით, ტარხუნა და პომიდორი დავაბლენდეროთ და გავურიოთ ათქვეფილ არაჟანს, დავუმატოთ ლიმონის წვენი და გადავურიოთ ხელის სადღვებით.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 213 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

425
კკალ
21.3
ცილა
14.9
ნახშირწყალი
31.9
ცხიმი
2.1
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.