კარტოფილის ღვეზელი მაწვნის ცომით
ეს არის უგემრიელესი და სწრაფი კარტოფილის ღვეზელი, რომელიც მზადდება მაწვნის ცომით. იდეალურია სწრაფი სადილისთვის ან წასახემსებლად. ცომი არის რბილი და ჰაეროვანი, ხოლო შიგთავსი - ნაზი და არომატული.
ინგრედიენტები
- მაწონი250 ml
- ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
გათლილი კარტოფილი მოხარშეთ მწიკვ მარილთან ერთად, სანამ არ დარბილდება.
15 წუთი
- 2
ფქვილს დაუმატეთ სოდა და კარგად აურიეთ.
2 წუთი
- 3
მაწონს დაუმატეთ ზეთი, მარილი და შაქარი. კარგად აურიეთ.
2 წუთი
- 4
მაწვნის ნარევს დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
5 წუთი
- 5
ცომი გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთი
- 6
მოხარშული კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ.
3 წუთი
- 7
დაჭყლეტილ კარტოფილს დაუმატეთ გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3 წუთი
- 8
ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში.
5 წუთი
- 9
ცომს თავი შეუკარით და ხელით ოდნავ გააბრტყელეთ.
2 წუთი
- 10
ღვეზელს თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
1 წუთი
- 11
გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
10 წუთი
220°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 275 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად