მანჭკვალა სოკოს სალათა
მანჭკვალა სოკოს სალათა არის უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი კერძი. სოკო იხარშება ხახვთან ერთად, შემდეგ ითუშება სანელებლებითა და მწვანილით, რაც მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
გაასუფთავეთ სოკო და დაანაწევრეთ.
5 წუთი
- 2
გარეცხეთ სოკო და მოხარშეთ ხახვთან ერთად. ხახვი უნდა დარჩეს ღია ფერის.
15 წუთი
- 3
მოხარშული სოკო გადაწურეთ საწურზე, გადაავლეთ ცივი წყალი და აცადეთ დაწურვა.
5 წუთი
- 4
ზეთში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი (კარაქიც მოუხდება).
5 წუთი
- 5
დააყარეთ დაწურული, მოხარშული სოკო და მოშუშეთ მზაობამდე.
5 წუთი
- 6
ბოლოს, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ნედლი ქინძი, მარილი (ყველაფერი გემოვნებით).
- 7
ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ ცეცხლზე.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 150 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად