უკან რეცეპტებზე
ლობიანი ტაფაზე
ცომეულისაშუალო

ლობიანი ტაფაზე

ეს არის სწრაფი და მარტივი ლობიანის რეცეპტი, რომელიც მზადდება ტაფაზე. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სახლში უგემრიელესი ლობიანის მომზადება სწრაფად და მარტივად.

მომზადება45 წთ
მზადება30 წთ
პორცია4
კალორია/პორცია610
#ქართული#ლობიო#ლობიანი#პური

ინგრედიენტები

პორცია
4
  • თბილი წყალი200 ml

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    ლობიო მოხარშეთ და გადაიტანეთ საწურზე, წვენი შეინახეთ.

    60 წუთი

  2. 2

    ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი.

    10 წუთი

  3. 3

    ხორცსაკეპში გაატარეთ ლობიო და მოშუშული ხახვი. შეაზავეთ წიწაკით, პილპილით და მარილით. გააზავეთ ლობიოს ნახარში წვენით სასურველ სისქემდე.

    15 წუთი

  4. 4

    მოზილეთ საფუარიანი ცომი: ფქვილი, საფუარი და თბილი, სუსტი მარილწყალი. ბოლოს ჩაზილეთ ზეთიანი ხელით და დადგით ასაფუებლად.

    20 წუთი

  5. 5

    ცომი რომ გაფუვდება, ამოიღეთ პატარა გუნდები.

    60 წუთი

  6. 6

    თითოეულ გუნდას ჩაუდეთ გამზადებული ლობიოს გული და მოახვიეთ.

    15 წუთი

  7. 7

    გააბრტყელეთ ტაფის ზომაზე და გამოაცხვეთ გაზქურაზე.

    10 წუთი

  8. 8

    გამომცხვარ ლობიანებს ორივე მხრიდან გადაუსვით კარაქი.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 300 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

610
კკალ
28.5
ცილა
77.4
ნახშირწყალი
21
ცხიმი
15
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.