ტორტი რაფაელო
უგემრიელესი და ჰაეროვანი ტორტი, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს. შედგება ნაზი ბისკვიტისა და ნაღების კრემისგან, ქოქოსის ფანტელებით მოფენილი.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- ასაღები ნაღები (35%)400 ml
- კვერცხი4 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
კრემის მომზადება: ჯამში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შოკოლადი და შემოდგით ცეცხლზე. მუდმივი მორევით, მიიყვანეთ ადუღებამდე და როგორც კი პირველ ბუშტუკებს დაინახავთ, გადმოდგით ცეცხლიდან. შეაგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში, მინიმუმ 7 საათის განმავლობაში (სასურველია მთელი ღამით).
- 2
კრემი შედგით მაცივარში.
420 წუთი
- 3
ბისკვიტის მომზადება: თასში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი. შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, თან თქვიფეთ ხელის სათქვეფით. მასა კარგად უნდა გაცხელდეს და აფუვდეს. შემდეგ, გადმოდგით და გააგრძელეთ თქვეფა მიქსერით. მასა უნდა გაორმაგდეს და გათეთრდეს.
- 4
ბოლოს, მორიგეობით, ხის ან სილიკონის ჯოხით, შეურიეთ ნუში და ქოქოსი.
- 5
მასა გაყავით ორად და გამოაცხვეთ ცალ-ცალკე. ფორმის ზომა 26სმ. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში, კალკაჩაფენილ ფორმაში, დაახლოებით 30 წუთით. პირველი ოცი წუთი, 180 გრადუსზე, ბოლო 10წთ -150ზე. ასე მოამზადეთ ორივე ფირფიტა.
30 წუთი
180°C
- 6
გამოიტანეთ კრემი მაცივრიდან და მიქსერით ათქვიფეთ თავიდან დაბალ, შემდეგ კი მაღალ სიჩქარეზე. არ სჭირდება დიდი ხანი თქვეფა. როგორც კი გამყარდება, გამორთეთ მიქსერი.
- 7
დაკრემეთ ფირფიტები და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
- 8
გააჩერეთ რამდენიმე საათით მაცივარში.
120 წუთი
საკვები ღირებულება
100 გრამზე
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად