უკან რეცეპტებზე
ფახლავა ფენოვანი ცომით
დესერტისაშუალო

ფახლავა ფენოვანი ცომით

უგემრიელესი ფახლავა, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომით, ნიგვზითა და ბეზეთი. მარტივი რეცეპტი, რომელიც ყველას გამოუვა.

მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.

მომზადება-
მზადება-
პორცია4
კალორია/პორცია1010
#ქართული#ნიგოზი#ბეზე#ფენოვანი ცომი#ფახლავა

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხის გული1 ცალი
  • ძმარი5 ml
  • მცენარეული ზეთი10 ml
  • არაყი10 ml
  • წყალი30 ml
  • კვერცხის ცილა2 ცალი
  • ვანილი1 ჩაის-კოვზი
  • კვერცხის გული (გადასასმელად)1 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

11 ნაბიჯი
  1. 1

    ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, ძმარი, ზეთი, არაყი, წყალი და ფქვილი. ფქვილი დაუმატეთ ეტაპობრივად. მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ 50 გრ გამდნარი მარგარინი. ცომი კარგად დაამუშავეთ.

    15 წუთი

  2. 2

    ცომი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. შემდეგ დაყავით 3 ტოლ ნაწილად.

    30 წუთი

  3. 3

    დარჩენილი 150 გრ მარგარინი დაყავით 3 ტოლ ნაწილად, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. აიღეთ ცომის მასა, გააბრტყელეთ, დაადეთ მარგარინის ერთი ნაწილი და გადაკეცეთ კონვერტისებურად. მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. ანალოგიურად გადაკეცაეთ დანარჩენი ცომის მასაც. თითო ცომის ნაწილს მარგარინი უნდა წაუსვათ მხოლოდ ერთხელ, ხოლო გადაკეცვა უნდა 3-4 ჯერ, ყოველ ერთ საათში. მაცივარში დააყოვნეთ.

    15 წუთი

  4. 4

    ცომი შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით, ან მთელი ღამით.

    180 წუთი

  5. 5

    აქედან წინასწარ გამოაცხვეთ მხოლოდ ერთი ფენა, ეს იქნება ფახლავის შუა ფენა. ცომის მასა გააბტყელეთ. დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ, 200°-ზე 25 წთ-ის განმავლობაში.

    25 წუთი

    200°C

  6. 6

    კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი.

    10 წუთი

  7. 7

    ცალკე დააქუცმაცეთ ნიგოზი.

    5 წუთი

  8. 8

    შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი ბეზეს.

    2 წუთი

  9. 9

    აიღეთ საცხობი ფორმა, გააბრტყელეთ ცომის მასა, გადაანაწილეთ ბეზე, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ფირფიტა, ისევ ბეზე, ბოლოს ცომის მასით დაფარეთ, დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვით კვერცხის გული.

    10 წუთი

  10. 10

    გამოაცხვეთ 180°-200°-ზე შეწითლებამდე.

    30 წუთი

    190°C

  11. 11

    ბოლოს შეგიძლიათ თაფლი გადაანაწილოთ (სურვილისამებრ).

    2 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 225 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1010
კკალ
23.2
ცილა
86.9
ნახშირწყალი
62.1
ცხიმი
6.8
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.