ფენოვანი ფახლავა
ეს არის უგემრიელესი ფენოვანი ფახლავას რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით და სწრაფი მომზადებით. ფახლავა მზადდება თხელი ფენოვანი ცომით, ნიგვზითა და ბეზეს შიგთავსით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- ძმარი5 ml
- ზეთი10 ml
- არაყი10 ml
- წყალი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, ძმარი, ზეთი, არაყი და წყალი. დაუმატეთ ფქვილი ეტაპობრივად და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ 50 გრ გამდნარი მარგარინი და კარგად დაამუშავეთ ცომი.
15 წუთი
- 2
ცომი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით, შემდეგ კი გაყავით 3 ტოლ ნაწილად.
30 წუთი
- 3
დარჩენილი 150 გრ მარგარინი გაყავით 3 ტოლ ნაწილად (ოთახის ტემპერატურის).
5 წუთი
- 4
აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ, დაადეთ მარგარინის ერთი ნაწილი და გადაკეცეთ კონვერტისებურად. მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. გაიმეორეთ იგივე დანარჩენი ცომის ნაწილებისთვის.
20 წუთი
- 5
თითო ცომის ნაწილს მარგარინი უნდა წაუსვათ მხოლოდ ერთხელ, ხოლო გადაკეცვა უნდა 3-4-ჯერ, ყოველ ერთ საათში, მაცივარში დაყოვნებით.
60 წუთი
- 6
წინასწარ გამოაცხვეთ მხოლოდ ერთი ფენა, ეს იქნება ფახლავის შუა ფენა. ცომის მასა გააბრტყელეთ, დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 200°C-ზე 25 წუთის განმავლობაში.
25 წუთი
200°C
- 7
კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი.
10 წუთი
- 8
ცალკე დააქუცმაცეთ ნიგოზი. თუ ქიშმიშს გამოიყენებთ, შეურიეთ ნიგოზს. ბოლოს შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი ბეზეს.
10 წუთი
- 9
აიღეთ საცხობი ფორმა, გააბრტყელეთ ცომის მასა, გადაანაწილეთ ბეზე, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ფირფიტა, ისევ ბეზე, ბოლოს ცომის მასით დაფარეთ.
10 წუთი
- 10
დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვით კვერცხის გული.
5 წუთი
- 11
გამოაცხვეთ 180°-200°C-ზე შეწითლებამდე.
20 წუთი
190°C
- 12
სურვილისამებრ, გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ გადაანაწილოთ თაფლი.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად