ინდაური ბაჟეში
ინდაური ბაჟეში არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც მზადდება მოხარშული ინდაურის ნაჭრებისგან, ნიგვზის სოუსში. ტრადიციულად მიირთმევენ სადღესასწაულო სუფრაზე.
ინგრედიენტები
- ყვითელი ყვავილი1 ჩაის-კოვზი
- ხმელი ქინძი1 სუფრის-კოვზი
- უცხო სუნელი1 სუფრის-კოვზი
- დაფქული წითელი წიწაკა½ ჩაის-კოვზი
- ძმარი15 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გავასუფთავოთ ინდაური და დავდგათ მოსახარშად, დაფნის ფოთოლთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან და შევაგრილოთ.
60 წუთი
- 2
მოხარშული ინდაური ღუმელში შევაპიწკინოთ.
15 წუთი
180°C
- 3
გავატაროთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, ორჯერ, წმინდად, ნიორთან ერთად.
10 წუთი
- 4
დავუმატოთ ყვითელი ყვავილი და კარგად ავზილოთ, გამოვდენოთ ზეთი, ზეთი შევინახოთ პატარა ჭიქაში.
5 წუთი
- 5
ცალკე ჯამში ჩავყაროთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა და მარილი, დავამატოთ ნიგოზი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და გავათხელოთ ინდაურის ბულიონით, სასურველ კონსისტენციამდე.
5 წუთი
- 6
წვრილად დაკეპილი ხახვი ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ, ინდაურის ცხიმში (როცა გაცივდება წვენი, ზემოდან ადვილად მოვხდით კოვზით ცხიმს).
15 წუთი
- 7
მოთუშული ხახვი ჩავასხათ ნიგვზიან წვენში და დავაბლენდეროთ.
2 წუთი
- 8
ქვაბში ჩავაწყოთ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული ინდაური და დავასხათ მომზადებული ბაჟე, ზემოდან მოვასხათ გადანახული ნიგვზის ზეთი. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
3 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 325 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად