ბადრიჯნის რულეტი კატლეტებით
ეს არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც შედგება შემწვარი ბადრიჯნის რულეტებისგან, შიგთავსად კი მინი კატლეტები აქვს. კერძი გამოირჩევა არომატული სუნელებით და მწვანილებით.
ინგრედიენტები
- ნიორი3 კბილი
- კვერცხი1 ცალი
- მცენარეული ზეთი30 ml
- წყალი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
ბადრიჯანი გავთალოთ ზოლებად, დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი.
20 წუთი
- 2
ფარშს დავუმატოთ დაჩოფერებული ხახვი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, სვანური მარილი, ხმელი ქინძი, ძირა, წიწაკა და კვერცხი. კარგად ავურიოთ.
10 წუთი
- 3
ფარშისგან გავაკეთოთ მინი კატლეტები.
10 წუთი
- 4
კატლეტები შევწვათ ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან.
15 წუთი
- 5
ბადრიჯანი გავწუროთ და შევწვათ გრილის ტაფაზე უცხიმოდ.
10 წუთი
- 6
ბადრიჯნის ნაჭერი გავშალოთ, დავადოთ ზედ კატლეტი, გადავახვიოთ და დავამაგროთ ხის ჩხირით.
15 წუთი
- 7
პომიდორი და ბულგარული დავჭრათ ოთხად და თითოეულ რულეტს დავამაგროთ ზემოდან.
10 წუთი
- 8
რულეტები დავალაგოთ საცხობ ფორმაში.
5 წუთი
- 9
ცალკე ჯამში ავურიოთ ტომატის პასტა, წყალი, მარილი, პილპილი.
5 წუთი
- 10
მიღებული სოუსი მოვასხათ ბადრიჯნიან მასას და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
20 წუთი
180°C
- 11
გადმოდგმის შემდეგ მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი.
საკვები ღირებულება
100 გრამზე
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად