ტარტალეტკები ჯემით
ნაზი ცომის ტარტალეტკები, სავსე უგემრიელესი ქართული ჯემით. იდეალური დესერტი ოჯახური შეკრებისთვის ან მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად.
ინგრედიენტები
- ვანილის ესენცია2½ ml
- კვერცხის გული2 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მიქსერით კარგად ავთქვიფოთ კარაქი, მარილი და შაქრის პუდრა.
5 წუთი
- 2
დავუმატოთ ვანილის ესენცია და კვერცხის გულები და ისევ კარგად ავურიოთ.
2 წუთი
- 3
დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და სწრაფად შევკრათ ცომი.
3 წუთი
- 4
ცომი შევფუთოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 40 წუთით.
40 წუთი
- 5
გავაბრტყელოთ ცომი 3 მმ სისქეზე და დავჭრათ ფორმაზე ოდნავ დიდი ზომის რგოლები.
10 წუთი
- 6
მოვათავსოთ ცომის რგოლები ფორმებში და შევდგათ ისევ მაცივარში 15-20 წუთით.
5 წუთი
- 7
ჩანგლით დავჩხვლიტოთ ცომი რამდენიმე ადგილას.
2 წუთი
- 8
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190-200 გრადუსზე.
15 წუთი
190°C
- 9
გაციებულ ტარტალეტკებში ჩავდოთ ჯემი.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 100 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად